თეგებით ძიება

უკრაინა, მოლდოვა და მოგვიანებით საქართველო იქნებიან ევროკავშირის წევრები - ჯოზეფ ბორელი

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინა, მოლდოვა და მოგვიანებით საქართველო იქნებიან ევროკავშირის წევრები და პროცესი ღიაა.

ამასთან, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის წევრობა დამოკიდებულია იმ მოთხოვნების შესრულებაზე, რომლებიც ქვეყანას აქვს წარდგენილი.

„არ ვიცი, რა არის სადებატო გაფართოებაზე. ვემზადებოდი უსაფრთხოების არქიტექტურაზე, გეოპოლიტიკურ ევროპაზე სასაუბროდ, როგორ გავუმკლავდეთ ომს, მაგრამ არ ვიცი, რა უნდა ვთქვა გაფართოებაზე იმაზე მეტი, რაც ევროპელმა ლიდერებმა, უმაღლესი თანამდებობის პირებმა უკვე თქვეს – ევროკომისიის პრეზიდენტმა, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, წევრი ქვეყნების ლიდერებმა. მათ მკაფიოდ თქვეს, რომ ჩართულები არიან, ევროსტრუქტურებმა პროცედურები შეძლებისდაგვარად სწრაფად გიარეს, მაგრამ პროცედურები არსად წასულა. წარმოუდგენელია დახმარება პროცედურების გავლის გარეშე, წესები ადგილზეა და ის უნდა შესრულდეს. მე არ ვარ სპეციალისტი გაფართოების წესებსა და გზების საკითხებში, მაგრამ ყველა ევროპელი ლიდერი ამბობს ღიად და განმეორებით, რომ უკრაინა, მოლდოვა და მოგვიანებით საქართველო იქნებიან ევროკავშირის წევრები და რომ პროცესი ღიაა. მოლოდინი არ გვაქვს, რომ ყველაფერი ერთ ღამეში მოხდება, ეს დამოკიდებულია მოთხოვნების შესრულებაზე“, – განაცხადა ბორელმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა