რატომ არის საშიში ელექტრო სიგარეტი? რა დაავადებებს იწვევს ე.წ. ვეიპი?
ელექტრო სიგარეტი საზოგადოებაში ტრადიციული სიგარეტის ჯანსაღ ალტერნატივად აღიქმება, თუმცა არის თუ არა ის ჯანმრთელობისთვის ნაკლებად საშიში?
სპეციალისტები სხვადასხხვა საფრთხეზე საუბრობენ.
როგორც გადაცემა "კურიერი P.S." - ში აცახდებენ, არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები მალავენ, რომ მის შემადგენლობაში ასევე არის ნიკოტინი, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას, პროპილენ-გლიკოლი, დიაცეტილი, ე ვიტამინის აცეტატი, ტეტრაჰიდროქსი, კანაბინოლი, მძიმე მეტალები, როგორიც არის მაგალითად ტყვია და მათი ორგანიზმში მოხვედრა იწვევს კანცეროგენების დაგროვებას, საბოლოოდ კი ფილტვის კიბოს.
ე.წ. ვეიპინგის რისკ-დაავადებების ჩამონათვალი ვრცელია: ასთმა, ბრონქოსპაზმები, ინტოქსიკაცია და მთავარი - ახლად აღმოჩენილი ფილტვის დაავადება სახელად ევოლი, ის მხოლდ ვეიპერებს ემართებათ.
მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო სიგარეტის გამოყენება შედარებით ახალგაზრდა მავნე ჩვევაა, უკვე არსებობს ზიანის დამადასტურებელი კვლევები.
ცნობისთვის, ელექტრო სიგარეტის დახურულ სივრცეებში გამოყენება იკრძალება.