თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი გარდაუვალია - შალვა ხაჭაპურიძე

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.

მისი თქმით, სააკაშვილის სიკვდილი გარდაუვალია. 

"ავადმყოფობის ისტორიასთან დაკავშირებით ახალი მასალები მოგვივიდა, ასევე ვიდეო მასალებიც გამზადდა. ამიტომ გადაიწია და ხვალ დილით შევა სააპელაციო საჩივარი. პირველ ინსტანციაში პენიტენციური სამსახური ამტკიცებდა დაბეჯითებით, რომ არანაირი გონების კარგის ეპიზოდები სააკაშვილს არ ჰქონია. 

თუმცა, გავრცელებულმა კადრებმა ნათლად გვაჩვენა, რომ გონების კარგვის იმაზე მეტი ეპიზოდი იყო, ვიდრე ჩვენ განვაცხადეთ სასამართლოში. ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. 2-3 დღის განმავლობაშიც კი აბსოლუტური განსხვავება არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მისი სიკვდილი არის გარდაუვალი, ეს არ არის დიდი ხნის ამბავი“, - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა