პედოფილმა გამიტაცა! მაქვს იგივენაირი თვალის ლაქა და ხალი ფეხზე... გთხოვთ, დამეხმარეთ! - პოლონელი ქალი ამტკიცებს, რომ 16 წლის წინ გაუჩინარებული ბრიტანელი ბავშვია
22 წლის პოლონელი ქალი, ჯულია უენდელი ამტკიცებს, რომ პატარა ბრიტანელი გოგონა, მედი მაკკენია, რომელიც 2007 წელს პორტუგალიაში ოჯახთან ერთად დასვენებისას გაუჩინარდა.
ქალი ვარაუდობს, რომ გერმანელმა პედოფილმა, რომელიც საქმეში მთავარი ეჭვმიტანილი იყო, ბავშვობაში გაიტაცა.
პოლონელი ქალი სოციალურ ქსელში ავრცელებს პატარა გოგონას ფოტოებს, რომელთანაც ფიზიკური მსგავსება აშკარაა. ჯულია უენდელი აკონკრეტებს, რომ აქვს იგივენაირი თვალის ლაქა და ხალი ფეხზე, როგორც მედის.
"პედოფილმა გამიტაცა! მაქვს იმავე თვალის ლაქა და დაბადების ნიშანი ფეხზე... გთხოვთ, დამეხმარეთ, დნმ-ის ტესტის ჩატარება მინდა", - ამბობს პოლონეთში მცხოვრები ქალი.
პოლონელ ქალსა და ბრიტანელ ბავშვს შორის ასაკში 3 წლის სხვაობაა, თუმცა ჯულია უენდელი ვარაუდობს, რომ დაბადების თარიღი გაყალბებულია.
გერმანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ 46 წლის პედოფილმა, კრისტიან ბრუკნერმა მედი პორტუგალიაში, 2007 წელს გაიტაცა, თუმცა ეჭვმიტანილის დაკავება საკმარისი მტკიცებულების არარსებობის გამო ვერ მოხდა.