თეგებით ძიება

"ნამდვილად ფურთხის ღირსი ხარ, საქართველო! აი, ასე შეხვალთ უახლოეს ისტორიაში!" - ვის შესახებ წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი?

პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირალნ მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში ექპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას სააკაშვილის მოკვლა სურს.

"მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, უფლებას მივცემ ჩემს თავს, გითხრათ ის, რასაც ამ ქვეყნის უმრავლესობა გეუბნებათ! ნამდვილად ფურთხის ღირსი ხარ, საქართველო! რა დანაშაულიც ამ კაცს არ უნდა ჰქონოდა წარსულში ჩადენილი, რა სახის სიმულაციაც არ ჰქონდეს დღეს ამ ადამიანის ადგილას მყოფ ადამიანს, ვთქვათ და აქვს ადგილი სიმულაციას, მაგრამ ადამიანი ამდენს ვერ გაითამაშებს და ვერ შეძლებს იმ მწვერვალიდან ასე დაეცეს ძირს, რომელ მწვერვალზეც ის იდგა. და თუ თქვენ გგონიათ, დღევანდელი "ქართული ოცნების" ხელისუფლება, თქვენი ძალებით დაანარცხეთ ძირს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ასევე ქვეყნის ყოფილი მთავარსარდალი, თქვენ კი არ დაამარცხეთ, არამედ თქვენ თვითონ დაეცით იქ, სადაც ის ფურთხი ეცემა, რომელ ფურთხზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. ნამდვილად ფურთხის ღირსი ხარ, დღევანდელო საქართველო, აი, ასე შეხვალთ უახლოეს ისტორიაში! ეს სიტყვები გაყვება მთელს თქვენს მოდგმას და შთამომავლობას. კი იცით, ისტორია სასტიკია, ის არაფერს პატიობს!

რასაც მე და ის უამრავი ამ ქვეყნის მოქალაქე გეუბნებათ, ხვალ ამას ის თქვენი დიდი, დიადი თქვენი ძმა რუსი გეტყვით! რაც არ უნდა თქვათ, აქ თქვენ თავს ვერ გაიმართლებთ, ეს არ არის ქართველი კაცის შესაფერისი მიდგომა, რუსეთიდან მომდინარე მუქარის და შიშის გამო, ასე სასტიკად მოექცე შენივე ქართველს!

ასე არ უნდა დაგაბრმავოთ და თავის გამართლების მიზნით ათას სახელს არ უნდა არქმევდეთ ამ ფოტოს!

ეს ფოტო კი ის რეალობაა, რაც მესამე პრეზიდენტის ბევრისმთქმელი გამწარებული, გაწამებული, განადგურებული ადამიანის, დარჩენილი სიცოცხლის, მკვდარ-ცოცხალ ადამიანის სიცოცხლის ნიშნებს აღწერს! და თქვენ საზოგადოებას ანახებთ სიამოვნებით, მარტო იმისთვის მტრის გულის გასახარად! მორალურად და ფიზიკურად განადგურებული ადამიანის ფოტოს! ადამიანი, რომელიც 9 წელი ქვეყნის მთავარი სარდალი იყო, ქვეყნის პრეზიდენტი იყო! თქვენ, ხელისუფლება, ამას სიამაყით გვანახებთ ქვეყნას და ქვეყნის გარეთ რა დღეში გყავთ თავისუფლება აღკვეთილი მიხეილ სააკაშვილი!

ყველაზე ცუდი კი ის არის და გავიწყდებათ, დიდი სიხარულიდან დიდ მწუხარებამდის სულ ერთი ნაბიჯია!

ჯანმრთელობას და გამძლეობას ვუსურვებ რუსების ყველაზე სასტიკ და დიდ მტერს სააკაშვილს! თქვენს თავს კი მე ისტორიას მივანდობ, პუტინის ქოცხროვის, ბორიას მონა იშვიათ პარაზიტს, მიდით, მოკალით და იმასაც ვნახავთ, ამითი რას მიაღწევთ!“, - წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა