თეგებით ძიება

ხვიჩა კვარაცხელიას ავტოგრაფიანი მაისური აუქციონზე 50000 ევროზე მეტად გაიყიდა

ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ავტოგრაფიანი მაისური აუქციონზე €50000-ზე მეტად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული ვებგრევდი ავრცელებს.

მაისური თურქულ ვებგვერდზე socratessahada-ზე რამდენიმე დღის განმავლობაში იყო განთავსებული.

ცნობისთვის, ხვიჩამ საკუთარი ავტოგრაფიანი მაისური თურქეთში მიწისძვრით დაზარალებული ბავშვების დასახმარებლად გაგზავნა.  

შეგახსენებთ, რომ თურქეთში, 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრას 41 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის საქართველოს 5 მოქალაქე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა