თეგებით ძიება

მსგავს შეხვედრებზე რატომ არ გვეძახიან?! ჩვენს გარდა, ძაღლი და კატა, ყველა იყო - რა მოლაპარაკებაზე არ დაუძახეს იაგო ხვიჩიას?

„გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ამერიკელი სენატორების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „გირჩის“ წევრებს მსგავს შეხვედრებზე არ ეძახიან.

მისივე თქმით, გასაკვირია, რატომ არ ეპატიჟებიან „გირჩის“ წევრებს მსგავს შეხვედრებზე.

„გუშინ სენატორებთან ჩვენ გარდა, ძაღლი და კატა, ყველა იყო ქართული პოლიტიკური სპექტრიდან, ჩვენ არ ვიყავით. მიკვირს, რატომ არ გვეძახიან ჩვენ ასეთ შეხვედრაზე, რომ მერე აზრი გამოვთქვა, ეს მნიშვნელოვანი იყო თუ არა. ახლა მგონია, რომ ქალბატონი შაჰინი ისეთ ხალხს შეხვდა, მეეჭვება, ამან რამე მნიშვნელოვანი ხეირი მოიტანოს. არ მგონია, რომ იმ საზოგადოებას, რაც გუშინ იქ იყო და იმ ფორმატს რაც იყო, ტელევიზორში გამოჩენის გარდა, რამე შედეგი მოჰყოლოდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, ამერიკელი სენატორების საქართველოში ვიზიტთით არიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა