"სარკეში საკუთარ ანარეკლს აკოცა და პირობაც დაუთქვა" - ქალმა საკუთარ თავზე იქორწინა და ქორწილიც გადაიხადა
30 წლის დანიმ საკუთარ თავზე იქორწინა, ქორწილიც გადაიხადა და ღონისძიების ფარგლებში სარკეში საკუთარ ანარეკლს აკოცა და პირობაც დაუთქვა.
ქალმა სარკეში საკუთარ ანარეკლს აღუთქვა, რომ არასდროს უღალატებს და ყოველთვის მის გვერდით იქნება.
როგორც 30 წლის ქალი აცხადებს, ამ ნაბიჯით სურდა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ საკუთარი თავის სიყვარული ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა იდგეს.
საქორწილო ცერემონიას დანის მეჯვარეები, ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.
ქორწილი, რომელიც 2022 წლის 10 დეკემბერს შედგა, ქალს 4000 დოლარი დაუჯდა.
წყარო: mirror.co.uk