თეგებით ძიება
20. 02. 2023 მსოფლიო

უკრაინას მივაწვდით დამატებით იარაღს და გამოვაცხადებ სანქციების ახალ პაკეტს - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა.

უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენკისთან შეხვედრის დროს მან განაცხადა, რომ უკრაინას მიაწვდიან სამხედრო დახმარებას და დამატებითი სანქიციები დაწესდება რუსეთის წინააღმდეგ.

"დღეს, კიევში, მე ვხვდები პრეზიდენტ ზელენსკის და მის გუნდს უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის შესახებ გაფართოებული დისკუსიისთვის.

მე გამოვაცხადებ კრიტიკული აღჭურვილობის მორიგ მიწოდებას, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალის, ჯავშანტექნიკის სისტემებისა და საჰაერო სათვალთვალო რადარების ჩათვლით, რათა დავეხმაროთ უკრაინელი ხალხის დაცვას საჰაერო დაბომბვისგან.

და მე გაგიზიარებთ, რომ ამ კვირის ბოლოს, ჩვენ გამოვაცხადებთ დამატებით სანქციებს ელიტებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ აირიდონ ან შეავსონ რუსეთის ომის მანქანა. გასული წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა შექმნა ქვეყნების კოალიცია ატლანტიკურიდან წყნარ ოკეანამდე, რათა დაეხმაროს უკრაინის დაცვას უპრეცედენტო სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით - და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება", - განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, ეს აშშ-ს პრეზიდენტის უკრაინაში პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტად აირჩიეს. 

24-თებერვალს 1 წელი გახდება, რაც რუსეთი უკრაინაში შიჭრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა