უკრაინელები მსოფლიოს კიდევ ერთხელ ახსენებენ, რას ნიშნავს ბრძოლა - ჯო ბაიდენი
უკრაინელები მსოფლიოს კიდევ ერთხელ ახსენებენ, რას ნიშნავს ბრძოლა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.
"ბატონო პრეზიდენტო თქვენ და ყველა უკრაინელი მსოფლიოს კიდევ ერთხელ ახსენებთ რას ნიშნავს ბრძოლა. ახსენებთ თავისუფლების მნიშვნელობას. ამერიკა თქვენს გვერდზე დგას იმდენს ხანს რამდენიც საჭირო იქნება", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე შედგა.