თეგებით ძიება

თავას დამნაშავედ არ ვცნობ - ბადრი ესებუა სასამართლოზე ალაპარაკდა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობაში ბრალდებულის, ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევის დაწყებამდე, ბრალდებულმა მცირე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. 

ცნობისთვის, ზუგდიდში, 2020 წლის 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა 8 თებერვალს, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში 2-წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. ბადრი ესებუას წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე სსკ-ის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა