თეგებით ძიება

პარლამენტში ჟურნალისტები საპროტესტო აქციას მართავენ

საქართველოს პარლამენტში ამ წუთებში არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები არიან შეკრებილები. პროტესტი ბიუროს სხდომის პარალელურად მიმდნიარეობს, სადაც ხელისუფლება "ხალხის ძალის" კანონპროექტზე მსჯელობს. 

"ეს კანონი თუ მიიღეს, მეც და ჩემი მეგობრებიც არ ვაპირებთ, რომ დავრეგისტრირდეთ უცხო ქვეყნის აგენტებად, უცხო ძალების აგენტებად, იმიტომ, რომ ჩვენ არავითარი აგენტები არ ვართ. კანონპროექტი მათ აძლევთ უფლებას, რომ იძლებით დაგვარეგისტრირონ, დაგვაჯარიმონ, მოგვახრჩონ და საბოლოოდ, ეს ყველაფერი მივა იმ მედიების დახურვამდე, რომლებიც ძირითადად, მხარდაჭერილი არიან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. სწორედ ეს უნდათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს და არავითარ "ხალხის ძალას" ეჭვგარეშეა, ივანიშვილსი დავალებით. არავიტარი სოზარი, მაჭარაშვილი და ხუნდაძე გადაწყვეტილების მიმღები პირები არ არიან. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ამ რუსული კანონის მიღებას და იმ შემთხვევაში, თუ ეს მაინც მოახერხებს, რესურსი ვიდრე გვექნება, არ დავზოგავთ მას, რომ საპროტესტო აქციებით და ყველა სხვა რესურსით ხელი შევუშალოთ", - განაცხადა დღის ამბების რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა.

ცნობისთვის, 14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ განაცხადა, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა