"ერთი კვირის წინ ვიწინასწარმეტყველე, რომ კიევში ჩავიდოდა“ - მიხეილ სააკაშვილი ბაიდენის ვიზიტზე
ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტს ეხმაურება.
მისი თქმით, მან ეს ყველაფერი 1 კვირით ადრე იწინასწარმეტყველა.
"რუსები ბირთვულ მანევრებს აკეთებდნენ, რათა ბაიდენის კიევში ჩამოსვლა შეეჩერებინათ, მაგრამ მე კარგად ვიცნობ ამ კაცს და ერთი კვირის წინ ვიწინასწარმეტყველე, რომ ჩავიდოდა. 2008 წელს ვერანდაზე ვვახშმობდით, ჩვენს ზემოთ, დაბალ სიმაღლეზე რუსული ბომბდამშენი დაფრინავდა და ბაიდენი თვალებს არც კი ახამხამებდა“, - აცხადებს სააკაშვილი.
ცნობისთვის, 20 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა.