"კარგი შოუ დადგეს, ჩამთრევი, ვერაფერს იტყვი" - თინა კანდელაკი ბაიდენის ვიზიტზე
რუსეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი, თინა კანდელაკი უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტს ეხმაურება.
მისი თქმით, ქვეყნების ლიდერბმა შოუ დადგეს.
"აი ასე გაითამაშეს - ჯერ გერმანელი ჟურნალისტი წერს, რომ ბაიდენი კიევშია.
შემდეგ კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
განგაშის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში კიევის მიხეილის ტაძრიდან დიდი დელეგაცია გამოვიდა.
შემდეგ თეთრმა სახლმა ვიზიტის შედეგების მიხედვით განცხადება გაავრცელა.
უკრაინაში საჰაერო განგაში გაუქმებულია.
მაგარია შოუა, ჩამთრევი. და არანაირი ჩეხოვის თოფი ან ჩეხოვის ხანჯალი სცენარის მიხედვით გათვალისწინებული არ არის“, - წერს თინა კანდელაკი.
ცნობისთვის, 20 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა.