ვხედავდით ნანგრევებში გამოწვდილ ხელებს... - რას ამბობენ ქართველი მაშველები თურქეთის ტრაგედიაზე? (ვიდეო)
ქართველ მაშველები, რომლებიც თურქეთის მიწისძვირს ადგილზე იმყოფებოდნენ გადაცემა "შუადღის" სტუმრები იყვნენ, სადაც მიწისძვრის დროს მიღებული ემოციების შესახებ ისაუბრეს.
დავით სხილაძე - ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მეხანძრე.
შალვა გათენდაშვილი - ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ლევან ტუხაშვილი - განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველი.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში, 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრას 41 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის საქართველოს 5 მოქალაქე.
მიწისძვრის ტრაგედიიდან მეორე დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკა და 100 მაშველი გააგზავნა. რამდენიმე დღის შემდეგ კი საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონიდან, მაშველთა დამატებითი ძალები გაგზავნეს.