თეგებით ძიება

"ნაცემი ქალი რომ სახლიდან გარბის და მამამისი ამბობს, ჩაეკეტა ქმარს კარი და ვეღარ გაიქცეოდაო" - რას წერს ბაია პატარაია?

უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს.

მისი თქმით, მთავრობა ცდილობს ევროპასთან ვიზა-ლიბერალიზაცია წაგვართვას.

"ნაცემი ქალი რომ სახლიდან გარბის და მამამისი ამბობს, ჩაეკეტა ქმარს კარი და ვეღარ გაიქცეოდაო...

აი, ეგრეა ირაკლი კობახიძის (ბიძინას მმართველობის) საქმე. სახელმწიფო დღეს ძალადობს საკუთარ ხალხზე სიღარიბით, უმუშევრობით, ინფლაციით, გაძვირებული საკვებით და წამლებით და თან სრულიად უტიფრად იძახის, რომ ევროკავშირი უვიზოდ არ უნდა გვიშვებდეს და დავეტეოდით თურმე მერე სახლ-სამშობლოში.

ყველაზე მავნებელი ხელისუფლება გვყავს, რომელიც ახლა ცდილობს ევროპასთან ვიზა-ლიბერალიზაცია წაგვართვას.

პ.ს. აგენტი მამაშენია", - წერს უფლებადამცველი.

"რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 2018-21 წლებში საქართველოს არა უარყოფითი, არამედ დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა", - განაცხადა დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა