თეგებით ძიება
20. 02. 2023 მსოფლიო

მადლობა ლიდერობისთვის - როგორ მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს?

მადლობა ლიდერობისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე განაცხადა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის ლიდერს კიევში ჩასვლისთვის.

„დღეს ჩვენ პრეზიდენტ ბაიდენს ვმასპინძლობთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვნია. დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, ჩამოსვლისთვის. ეს უკრაინის მხარდაჭერის დროს უდიდესი მომენტია. სხვა რა შემიძლია, ვთქვა? ძალიან ვაფასებ ამას. პრეზიდენტი ბაიდენი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რუსეთის ფართომაშტაბიანი შემოჭრის დროს ჩვენ გვერდით იდგა. მადლობა ლიდერობისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა.

უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენკისთან შეხვედრის დროს მან განაცხადა, რომ უკრაინას მიაწვდიან სამხედრო დახმარებას და დამატებითი სანქიციები დაწესდება რუსეთის წინააღმდეგ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა