თეგებით ძიება
20. 02. 2023 მსოფლიო

ბოლოს და ბოლოს ჩავიდა კიევში - დიმიტრი მედვედევი ბაიდენის კიევში ვიზიტზე

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტს ეხმაურება. 

მისი თქმით, ბაიდენმა წინასწარ მიიღო უსაფრთხოების გარანტიები.

"ბაიდენი, რომელმაც მანამდე მიიღო უსაფრთხოების გარანტიები, ბოლოს და ბოლოს ჩავიდა კიევში. ნეონაცისტურ რეჟიმს ის უამრავ იარაღს და საფლავამდე ერთგულებას დაპირდა", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

ცნობისთვის, 20 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა