„რა არ გადამხდენია, რა არ მინახავს, მაგრამ...“ - რას წერს შალვა ნათელაშვილი?
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტს ეხმაურება და წერს.
„რა არ გადამხდენია, რა არ მინახავს, მაგრამ პირველად მოვესწარი იმას, რომ ამერიკელ სახელოვან სენატორებთან გეო-პოლიტიკურ შეხვედრებს ესწრებოდეს რუსი,პუტინის მონა ოლიგარქის პირადი ადვოკატი. ღმერთო, შენ გვიშველე“, - წერს ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.