„ასეთი მცირერიცხოვანი აქციების ჩატარებით მიხეილ სააკაშვილს უწევენ დათვურ სამსახურს“ - შალვა ნათელაშვილი
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციას ეხმაურება და წერს, რომ ასეთი მცირერიცხოვანი აქციებით სააკაშვილს დახმარების ნაცვლად, დათვურ სამსახურს უწევენ.
„აი ასეთი მცირერიცხოვანი აქციების ჩატარებით მიხეილ სააკაშვილს უწევენ დათვურ სამსახურს. ხედავს რა ადამიანთა მინიმალურ რაოდენობას ხელისუფლებას უფრო უმტკიცდება დაუსჯელობის რწმენა, რომ არ გაათავისუფლოს ექს-პრეზიდენტი პატიმრობიდან. გამოდით, გამოდით პარლამენტიდან თუ შედეგი გსურთ, თუ არა და სპექტაკლებს ისედაც ვხედავთ ბევრს“, - წერს ნათელაშვილი.