ხვალ პარლამენტში შს მინისტრს მოუსმენენ
ხვალ, 21 თებერვალს, პარლამენტში, „მინისტრის საათის” ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.
ვახტანგ გომელაური გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს, სამოქმედო გეგმებზე ისაუბრებს და ბოლოს, დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხებს.