ხვალ პუტინი საგანგებო განცხადებას გააკეთებს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხვალ, 21 თებერვალს, ფედერალურ ასამბლეას მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, პრეზიდენტის მიმართვის მთავარი თემები იქნება “სპეციალურ სამხედრო ოპერაცია” და მსოფლიოში არსებული საერთაშორისო სიტუაცია.