თეგებით ძიება

ესპანეთში დაკავებული 25 ქართველიდან 5 ქალია

ესპანეთში, მადრიდში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 25-კაციანი ქართული კრიმინალური დაჯგუფება აიყვანეს. ესპანეთის პოლიციის ინფორმაციით, ისინი სხვადასხვა ქალაქში საცხოვრებელ სახლებს ძარცვავდნენ.

დაკავებულებს შორის 5 ქალია. ისინი ოჯახებში დამხმარეებად მუშაობდნენ.

მედიის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ჩხრეკა შვიდ მისამართზე ჩატარდა. ამოღებულია მოპარული ძვირადღირებული საათები, სამკაულები, ასევე ელექტრონული მოწყობილობები.

ადგილობრივი მედია არ გამორიცხავს დაკავებულთა წრე გაფართოვდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა