თეგებით ძიება

თურქეთის პრეზიდენტმა მიწისძვრის ზონაში მომუშავე ქართველ მაშველებს მადლობა გადაუხადა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავიდა, სადაც მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ერდოღანი სამაშველო ღონისძიების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და მასში ჩართულ სამაშველო ჯგუფებს მადლობა პირადად გადაუხადა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში, თურქულ მხარესთან კოორდინაციით, ამ დრომდე ახორციელებენ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს.

ქართული სამაშველო ჯგუფი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით იმყოფება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა