სამაგალითო ბიჭია. არც მუშაობა ეუხერხულება, არც აუგად მოიხსენიებს ნაგვის დამყრელებს“ - გოგა ჩანადირი
ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში 22 წლის ბიჭის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც უკვე 5 წელია მეეზოვედ მუშაობს და წერს.
„ეს 22 წლის ბადრი ჭუმბურიძეა.
უკვე მე-5 წელია თბილისში მეეზოვედ მუშაობს.
დედაენის ბაღი რომ სუფთაა, მისი დამსახურებაც არის.
მხოლოდ ხელფასი არ ყოფილა მიზეზი მეეზოვედ მუშაობა რომ დაეწყო.
რომ ვხედავდი, ხალხი ნაგავს ყრიდა, გადავწყვიტე, მე დამესუფთავებინაო - მეუბნება ბადრი.
სამაგალითო ბიჭია. არც მუშაობა ეუხერხულება, არც აუგად მოიხსენიებს ნაგვის დამყრელებს. ყოველდღე ასუფთავებს ჩვენს ქუჩებს.
დიდი მადლობა, ბადრი!
#ჩავყაროთნაგავი“, - წერს გოგა ჩანადირი.