დედოფლისწყაროში ავტომობილი 70 წლამდე ქალს დაეჯახა - მისი მდგომარეობა მძიმეა
დედოფლისწყაროში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 69 წლის ქალი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ქალაქის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ქვეითს დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დედოგლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, პაციენტის თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.