თეგებით ძიება

რუსეთმა რომ თქვას - კარგია ბრეივიკი რომ ციხეში ზისო, უნდა გაათავისუფლონ ამის გამო? - მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვას - „რუსული მხარე ამბობს, რომ მათ ინტერესებშია სააკაშვილის ციხეში ყოფნა, ეს უხერხულობას არ გიქმნით?", ასე უპასუხა:

„ასეთი განცხადებები მხოლოდ თქვენ გაძლევთ ხელს. ერთადერთი ვინც ასეთი განცხადებებით სარგებლობს, ეს არის თქვენი ტელევიზიები და „ნაცმოძრაობა". რუსეთმა რომ თქვას ბრეივიკი კარგია რომ ზის ციხეშიო, უნდა გაათავისუფლონ? ზახაროვა რომ გამოვიდეს და თქვას ბრეივიკი რომ ციხეში ზის ძალიან კარგიაო, უნდა უთხრათ იმ ქვეყანას უხერხულობას ხომ არ გიქმნითო და გაუშვით სასწრაფოდო?

ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, რას იტყვიან რუსეთის ხელისუფლებაში. ამაზე კონცენტრირდებით თქვენ და თქვენ იყენებთ ამას. დღეს ასეთი დიდი გამოწვევების დროს ტყუილების დრო აღარ არის. თქვენ ადამიანი, რომელიც იყო წამების და მკვლელობის რეჟიმის შემქმნელი, დღეს რომ ზის ციხეში მაგალითად გელაშვილის უსასტიკესი ცემის გამო, იმისთვის, რომ სისტემური დანაშაულის თავში იდგა გირგვლიანის საქმეზე, რაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა და 9 მილიონი რომ გაფლანგა მასაჟებში და ვნებებში, ამისთვის რომ სასჯელს იხდის და რახან ზახაროვამ თქვა კარგია რომ ციხეშიაო, ამიტომ უნდა გავუშვათ?"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა