თეგებით ძიება

აშშ უკრაინას 460 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 460 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს.

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემისთვის, საარტილერიო ჭურვებსა და ნაღმტყორცნებს. ასევე ოთხ სარადარო სისტემას, Javelin-ის დამატებით ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს და ასაფეთქებელ ჭურვებს. ასევე დაახლოებით 2 000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას, Bradley-ის ოთხ საბრძოლო მანქანას, საკომუნიკაციო და სამედიცინო აღჭურვილობასა და სამხედრო ტექნიკის სათადარიგო ნაწილებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა