"დღეს, ქართველი, ევროპის დაპყრობას იწყებს" - რას წერს ჟურნალისტი კვარაზე?
იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, ნინა მამუკაძე- სორდინი "ნაპოლის" ქართველ ფეხბურთელ, ხვიჩა კვარაცხელიასა და "ჩემპიონთა ლიგის" ფარგლებში დღეს გასამართ თამაშს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"დღეს, ქართველი, ევროპის დაპყრობას იწყებს.
იტალიის ქართველებო, ჩემპიონთა ლიგის მატჩის ტრანსლაციას ეინტრახტი-ნაპოლი, შეგიძლიათ უყუროთ Canale5-ზე.
21 თებერვალს, 21:00 საათზე
Eintracht-Napoli su Canale5
წამყვანი სპორტული გამოცემების პირველი გვერდები", - წერს ჟურნალისტი და ფოტოებს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს "ნაპოლი" ფრანფრუქტის "აინტრახტთან" სტუმრად ითამაშებს.