ვიღაცებს გახარია ეგონათ კერკეტი კაკალი, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ყოფილ თანაგუნდელზე, პარტია "საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ის კერკეტი კვერცხია.
"ვიღაცებს გახარია ეგონათ კერკეტი კაკალი, ასეთი ტერმინი გამოიყენებოდა, აღმოჩნდა კერკეტი კვერცხი. ეს არის ერთადერთი ეპითეტი, რომელიც მას მიესადაგება, არის 1%-იანი პარტიის ლიდერი და ეს არის საზოგადოების განაჩენი გახარიას მიმართ, რომელიც არის სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ადამიანი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.