თეგებით ძიება

დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტს არცერთი კანონი არ აქვს წაკითხული - კობახიძე სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს აკრიტიკებს და ვარაუდობს, რომ სალომე ზურაბიშვილს არცერთი კანონი არ აქვს წაკითხული.

"მე არ მგონია, პრეზიდენტს წაკითხული ჰქონდეს ან ამერიკული კანონი ან რუსული ან ეს კანონპროექტი. დარწმუნებული ვარ, არცერთი აქვს წაკითხული და ასე გააკეთა ემოციურ ფონზე ეს განცხადება. მისი უფლებაა, ამაში ჩვენ ვერ შევალთ, პრეზიდენტს არაერთხელ უცდია შეგვიყვანოს მასთან კინკლაობაში, თუმცა ჩვენ მას კინკლაობაში, რა თქმა უნდა, არ ავყვებით, ეს არაა ჩვენი მიზანი და ამოცანა", - განაცხადა კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელმაც უმრავლესობის ახალი კანონპროექტი გააკრიტიკა და თქვა, რომ მას მხარს ვერ დაუჭერს.

ცნობისთვის, საუბარია „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტზე, რომლის თანახმად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა