"ამ ქართულ ბიზნესში, რავა ყველგან მაფიოზური სტანდარტებით მუშაობენ!" - რას წერს მერაბ მეტრეველი?
ჟურნალისტ, მერაბ მეტრეველის განცხადებით, ქართულ ბიზნესში ყველგან მაფიოზური სტანდარტებით მუშაობენ.
"ამ ქართულ ბიზნესში, რავა ყველგან მაფიოზური სტანდარტებით მუშაობენ!
ახლა ერთ-ერთ არხზე ეკონომიკურ გადაცემას ვუსმენდი და სტურმად ყავდათ მოწვეული ერთ-ერთი მსხივილი იმპორტიორი. საუაბრი მათი და სუპერმარკეტების ურთიერთობას შეეხებოდა ანუ ვისი ბრალია მაღალი ფასები და ჩემთვის გამაოგნებელი რაღაც მოყვა:
როგორც ირკვევა, ქსელური სუპერმარკეტები მარტო ფასანმატით კი არ კმაყოფილდებიან, არამედ იმპრტიორებს დამატებით ყოველთვიურ გადასახდებს უწესებენ ანუ პირდაპირ რომ ვთქვატ, ფულს ახევენ იმაში, რომ მატ მარკეტებში პროდუქცია შეატანინონ, რაც მერე ბუნებრივია ფასზე ასიახება.
აქაქმდე მეგონა, ეს სფერო ასე მუშაობდა: იმპორტიორს მიქონდა მარკეტში, მაგალითად კარაქი 5 ლარად, მარკეტი ამატებსდა მას, ვთქვატ ერთ ლარს, ყიდდა ექვს ლარად და ეს ერთი ლარი იყო მარკეტის მოგება. თურმე სად ბანაობ?!
მარეკტეები ფასნამატსაც ხომ ადებენ პროდუქტს, რაც ბუნებრივია, ასევე ყველა იმპორტიორს თვიურად ახდევინებენ რამდენიმე ათას ლარს თითოეულ პროდუქციაზე. დაურქმევიათ ამისთვის „ქეშბეკი“
და „რეტრობონუსი“, თუმცა, მე თუ მკიტხავთ, ჩვულებრივი ბეგარაა, ფულის შეწერა იმაში, რომ მე ჩემს მაღაზიაში შემოგიშვა. ანუ ეუბენბია, მე შენს მოტნაიულ პროდქუტს რამდენს დავამტებ და რა მოგებას ვანხავ, ეს შენი საქმე არაა, ჩემს მაღაზიაში, რომ შენი პროდუქტი იდოს დახლზე კიდევ ფული უნდა გადაიხადოო.
ეს იმპორტიორი სხვაგანც ვერ წაიღებს თავის პროდუქტს, რადგან, როგორც სხვა სფეროებში, აქაც დიდი მოთამაშეები ერთმანეთში გარიგებულები არიან და ყველა სხვა მარკეტიც იგივე გადასახადს ითხოვს მისგან, ამიტომ ისინიც იძულებყლნი არიან გადაუხადონ. თუმცა საბოლოდ ეს ხარჯი საიდანღაც ხომ უნდა მოიტანონ? ამიტომ შეაქვთ პროდუქციის ფასში. შედეგად კარაქს, რომელიც შეიძლებოდა 5 ლარად ჩაებარბეინა მაღაზაში, ახლა უკვე აბარებს ექვს ლარად, ამას თავის მხრიდან მარკეტი უმატებს ლარს და იყიდება უყკვე შვიდ ალრად, არადა თავისუფლად შეიძლებოდა გაყიდულიყო ექვს ლარად", - განაცხადა მეტრეველმა.