"არამგონია, ან ბიძინამ ან სხვებმა პუტინს ამაში დაუჯერონ" - რა მოწოდებით გამოვიდა პუტინი?
ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი რუსეთის პრეზიდენტის დღევანდელ მიმართვას ეხმაურება და აფასებს, როგორც "არაფერს".
"პუტინის გამოსვლის მოკლე აღწერისთვის სრულიად საკმარისია ამ ორ ფოტოს შეხედოთ:
1. ლავროვის ფოტო, როდესაც ვოვა რუსეთის "წარმატებულ" საგარეო პოლიტიკაზე ლაპარაკობს;
2. ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის ნაბიულინას სახე, როდესაც პუტინი რუსეთის ეკონომიკურ "წარმატებებზე" საუბრობს.
პუტინის თითქმის ერთსაათიანი გამოსვლა ძირითადად გაჯერებული "ალტ-ინფოს" სტილის ნარატივით: დასავლეთი გვრყვნის და გვიტევსო. ჩვენ მხოლოდ თავს ვიცავთო.
მისი გადმოსახედიდან ყველაზე გამორჩეული ალბათ ის იყო, როდესაც თქვა, რომ მოსკოვი გადის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმებიდან, რაც დიდი არც არაფერია.
ხო, კიდევ თქვა, ოლიგარქებს დასავლეთმა რომ ფული აგახიეს, რაც დაგრჩათ, ჩვენ ეკონომიკაში ჩადეთო. მაგრამ არამგონია, ან ბიძინამ ან სხვებმა მას ამაში დაუჯერონ.
მოკლედ, მთელი მისი გამოსვლა იყო არავითარი არაფერი.
ბუნებრივია, რომ რუსეთის მომავალიც არის არავითარი არაფერი!", - წერს ბატიაშვილი.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა პარლამენტში დეპუტატების წინაშე უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 წლისთავი შეაჯამა.