თეგებით ძიება
21. 02. 2023 მსოფლიო

იაპონია უკრაინას 5,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის

იაპონია უკრაინას $5,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ გააკეთა.

"იაპონია ლიდერი უნდა იყოს მსოფლიოს ძალისხმევაში, დაუჭიროს მხარი უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და თავისუფალი, ღია, კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო მოწყობის დაცვაში", - განაცხადა იაპონიის პრემიერმა.

იაპონიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, იაპონია დიდი შვიდეულის წლევანდელ ვიდეო კონფერენციას 24 თებერვალს უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა