მკვლელობა, ყაჩაღობა, ქურდობა შემცირებულია - ვახტანგ გომელაური
პოლიციის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, 2022 წლის დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და 62%-ს აღემატება, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 12%-ით მეტია, - განაცხადა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას.
„გასული წელი მსოფლიოსთვის რთული წელი იყო. უმთავრესი, რაც ჩვენმა ქვეყანამ შეძლო, არის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ამასთანავე, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება და სამთავრობო გეგმის მიხედვით გაწერილი სხვადასხვა რეფორმისა და პროექტის განხორციელება“, - აღნიშნა გომელაურმა.