„ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი სპექტაკლი იყო“ - სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი სპექტაკლი იყო.
„რა არის ამაში ახალი? ბაიდენის ვიზიტი სპექტაკლი იყო და ეს სპექტაკლი გრძელდება. ყველაფერი ამ კუთხით მუშაობს, ჩვენი ყოფილი დასავლელი კოლეგების და ნაცისტური რეჟიმის გადარჩენის თვალსაზრისით, მაგრამ ეს მცდელობები უშედეგო იქნება“, - განაცხადა ლავროვმა.
ცნობისთვის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი მოულოდნელად კიევს ეწვია.