თეგებით ძიება
21. 02. 2023 მსოფლიო

ნატოს 2024 წლის სამიტი აშშ-ში გაიმართება

ნატოს 2024 წლის სამიტი აშშ-ში გაიმართება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„მომავალ წელს ნატოს ყველა წევრს ვუმასპინძლებ აშშ-ში 2024 წლის სამიტზე. ჩვენ ერთად აღვნიშნავთ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი თავდაცვითი ალიანსის - ნატოს 75 წლის იუბილეს“, - განაცხადა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა კვლავ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა ნატოსა და ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიმართ, რომლის თანახმად, ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმაა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა