აშშ რუსეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს
აშშ ამ კვირაში რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დააწესებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვები იმ პირებსა და კომპანიებს დაუწესდებათ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიაზე არიან პასუხისმგებელი.