თეგებით ძიება

"ეს 22 წლის ბადრი ჭუმბურიძეა. უკვე მე-5 წელია თბილისში მეეზოვედ მუშაობს. სამაგალითო ბიჭია" - გოგა ჩანადირი

ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი 22 წლის ბადრი ჭუმბურიძეზე წერს, რომელიც დედაქალაქის სისუფთავეზე ზრუნავს.

"ეს 22 წლის ბადრი ჭუმბურიძეა.

უკვე მე-5 წელია თბილისში მეეზოვედ მუშაობს.

დედაენის ბაღი რომ სუფთაა, მისი დამსახურებაც არის.

მხოლოდ ხელფასი არ ყოფილა მიზეზი მეეზოვედ მუშაობა რომ დაეწყო.

რომ ვხედავდი, ხალხი ნაგავს ყრიდა, გადავწყვიტე, მე დამესუფთავებინაო - მეუბნება ბადრი.

სამაგალითო ბიჭია. არც მუშაობა ეუხერხულება, არც აუგად მოიხსენიებს ნაგვის დამყრელებს. ყოველდღე ასუფთავებს ჩვენს ქუჩებს.

დიდი მადლობა, ბადრი!", - წერს ჩანადირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა