თეგებით ძიება

ბელგიაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

ბელგიაში, ანტვერპენის ოლქში მდებარე დაკავების ცენტრში 40 წლის ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მამაკაცი თავშესაფრის მიღებას და საფრანგეთში დაბრუნებას ცდილობდა, სადაც მას ოჯახი ჰყავს, თუმცა საფრანგეთის შესაბამისი უწყებები ამის უფლებას არ აძლევდნენ.

ამ ფაქტის გამო, ის ბოლო 3 კვირის განმავლობაში შიმშილობდა და  სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე შემოწმდა და მისი ჯანმრთელობის გაუარესებაზე არაფერი მიანიშნებდა. ბელგიელი ექიმების დასკვნით, პატიმარი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა