ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლის“ რეკორდსმენი გახდა
ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის“ რეკორდსმენი გახდა. მან ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში 4 საგოლე პასი გააკეთა.
აქამდე, ნეაპოლელთა მაისურით ეს არავის ჰქონდა გაკეთებული.
ის ასევე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე, მიმდინარე სეზონში მინიმუმ 6 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა.
ცნობისთვის, "ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "აინტრახტი“ სტუმრად 2:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ ამ შეხვედრაში ბრწყინვალე საგოლე პასი გააკეთა.