თეგებით ძიება

24 წლის კაცი, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსთავში დაჭრეს, კლინიკაში გარდაიცვალა

24 წლის მამაკაცი, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსთავში გაგარინის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრეს, კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

მედიის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი, თავდაპირველად, ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობდა. რამდენიმე საათის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მოულოდნელად გარდაიცვალა. მას ჭრილობები ცივი იარაღით მუცლისა და გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.

შეგახსენებთ, რომ დაჭრის ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. სამართალდამცავებს უკვე დაკავებული ჰყავთ ბრალდებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა