თეგებით ძიება

მძიმდება, პაციენტი ძირითადად დაწოლილია - რას ამბობს მიხეილ სააკაშვილის ექიმი?

მსჯავრდებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებისკენ მიდის.

ექიმის თქმით, პაციენტი ძირითადად დაწოლილია.

„20 რიცხვისთვის წონა იყო 67, 200 გრამი და მასის ინდექსი იყო 18, 2. გამოხატულია ზოგადი საერთო სისუსტე, საერთოდ საწოლშია პაციენტი, აქვს საერთო სისუსტე, კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის. ჩვენ ვეხმარებთ, მაგრამ ეს ტკივილი რჩება. ყველაზე სავალალო არის, რომ კვლევა რჩება არაბალანსირებული. არაბალანსირებული საკვებს იღებს და ირგებს. საკვების ათვისება ხდება ორგანიზმის მიერ.თუნდაც პირღებინება და გულისრევა იშვიად დაფიქსირებულა ჩვენთან.

ეს არაბალანსირებული კვება ჩვენ ძალიან გვიშლის ხელს. ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად ხდება პაციენტის მონიტორიგნი ყოველკვირეულად, ჩვენ ვაკეთებთ მონიტორინგს სისხლის საერთო ანალიზის, ანთებითი მარკერების და სხვა ბიოქიმიური მაჩვენებელებისას. მოსალოდნელიც იყო, რომ უმნიშვნელოა ცვლილებები არის, მაგრამ ჩვენ ვახდენთ კორეგირებას. ჩვენ ავუხსენით პაციენტს, რომ უნდა მიიღოს სალათები. პაციენტს სჯერა, ვერ ვიტყვი რომ არ მომყვება და არ ითვალისიწნებს. ახლა გამოსწორდა ჰემოსტაზის მაჩვენებელი, მაგრამ ამ ფონზე ჰემოდინამიკური, რესპირატორული მაჩვენებლები რჩება სტაბილური, როგორც შემოსვლის დღიდან. დღემდე მიუხედავად მისი მდგომარეობისა, რჩება ნორმის ფაარგლებში", - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა