თეგებით ძიება

ჩვენი მიზანი ნამდვილად არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება - "ვივა მედის“ დირექტორი მიხეილ სააკაშვილზე

კლინიკა "ვივა-მედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ კლინიკისთვის ყველაზე მნიშნელოვანი პაციენტის ჯანმრთელობაა.

""მე შემიძლია ვთქვა, რომ კლინიკა პაციენტის შემოსვლის პირველივე დღიდანვე აკეთებს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს. შეთავაზებულია მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, რაც დამტკიცებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ასევე ევროპული თუ ამერიკული გაიდლაინების შესაბამისი მკურნალობა და პაციენტისთვის კეთდება ყველა ის საჭირო კვლევა, რაც მას ესაჭიროება, ეს იქნება ლაბორატორიული თუ მაღალტექნოლოგიური კვლევები. მაგრამ, მოგეხსენებათ სამკურნალო პროცესი შედგება 2 მთავარი კომპონენტისგან, ეს არის ერთი პაციენტის მხარე და მეორე- სამედიცინო პერსონალი. მე შემიძლია თამამად გითხრათ თქვენ ყველა ჩვენი ექიმის სახელით, რომ ჩვენი ექიმები შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ და შეთავაზებული აქვს მას თანამედროვე მკურნალობის ყველა მეთოდი თუ საშუალება, მაგრამ არის მეორე მხარე - უნდა იყოს თანხვედრა იმ მიზნების, რა მიზანიც აქვს სამედიცინო მხარეს და იგივე მიზანი უნდა ჰქონდეს პაციენტსაც, ჩვენი მიზანი ნამდვილად არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის  გაუმჯობესება, რომ გაუმჯობესდეს სასიცოცხლო ფუნქციები, ფიზიოლოგიური პარამეტრები, სხვა მაჩვენებლები და ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად დამოკიდებულია რამდენად მიღწევადია ეს თუ რას ვაღწევთ ჩვენ პაციენტზეც და მე ამას ვამბობ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, თუ რატომ ხდება ამდენი ხნის განმავლობაში, რატომაა ასეთი შედეგი რაც გვაქვს. შემიძლია გაგახსენოთ რომ თავისი ფეხით შემოვიდა პაციენტი და ახლა მას უჭირს გადაადგილება, ამაზე მკურნალი ექიმი მოგახსენებთ, რა არის ამის მიზეზი", - ამბობს ჩხაიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა