თეგებით ძიება

საგარეო სამინისტრო თურქეთში ქართველი მოხალისის დაღუპვის ფაქტს არ ადასტურებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთში ქართველი მოხალისის, დანიელ ბულკაშვილის დაღუპვის ფაქტს არ ადასტურებენ.

როგორც უწყებაში TIA.GE-ს განუმარტეს, თურქეთში საქართველოს საელჩოში აღნიშნულ ფაქტზე თურქეთის ოფიციალური უწყებებიდან შეტყობინება არ შესულა.

“ამ ეტაპზე, თურქეთში საქართველოს საელჩოში აღნიშნული ფაქტის შესახებ არც თურქეთის ოფიციალური უწყებებიდან და არც საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრების მხრიდან შეტყობინება არ შესულა", - განუცხადეს TIA.GE-ს უწყებაში.

მათივე ცნობით, თურქეთში საქართველოს საელჩო აგრძელებს თურქეთის შესაბამის უწყებებთან ინფორმაციის მოკვლევის პროცესს.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ქართველი მოხალისის, დანიელ ბულკაშვილის თურქეთში ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ ინფორმაცია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა