მოსკოვში მძვინვარე ხანძრების სერია არ წყდება - საერთო საცხოვრებლის შენობაში, ცეცხლის შედეგად 7 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვის ცენტრში, მრავალსართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი.
ხანძრის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, ხოლო 200-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობაში ოთხი სართული სასტუმროდ, დანარჩენი კი, ბინებად იყო გადაკეთებული.