თეგებით ძიება

საცოდავი კაცია და კომენტარის ღირსიც არ არის - ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ყოფილ თანაგუნდელზე, პარტია "საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ის კომენტარის ღირსიც არ არის.

""არ არის საინტერესო ეს კაცი, უბრალოდ მართლა საცოდავი კაცია და კომენტარის ღირსიც არ არის. პოლიტიკურად აბსოლუტურად უინტერესოა და საქმის აღძვრა ეს არის სამართალდამცავი სტრუქტურების ფუნქცია. მაშინ არჩევნებში მონაწილეობდა და გახარია გამოიყენებოდა, როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომ ნაცმოძრაობა დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში, გახარია იყო მოაზრებული, როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომ "ქართულ ოცნებას" ვერ გადაელახა 43%-იანი ბარიერი, მაშინ აქტუალური იყო ის და მაშინ კოკაინს მოიხმარდა და ეს ფაქტორი ძალიან კარგად გამოვიყენეთ ჩვენ, მათ შორის, რომ მისი რეალური სახე გვეჩვენებინა. მაშინ იყო ფაქტორი, დღეს აღარაა ფაქტორი და ამ კაცზე ლაპარაკი არ ღირს. გახარიას და ნაცმოძრაობას ჰყავს ერთი პატრონი, ამას ვამბობდით და კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო და ამის შედეგი იყო ის რაც მან გააკეთა, მათ შორის 20 ივნისს და რასაც აკეთებდა 2021 წელს", - განაცხადა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა