ბადრი ესებუას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება
"საქართველოს ბანკის" ყაჩაღობაში ბრალდებულ, ბადრი ესებუას 20 დღით ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიყვანენ, სადაც მას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება.
ესებუას ეტაპირებას ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხიდან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში პროკურატურამ მოითხოვა.
თავად ესებუა მოთხოვნას არ ეთანხმება. არც დანაშაულს აღიარებს და ალაპარკებას აანონსებს.
ცნობისთვის, ზუგდიდში, 2020 წლის 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა 8 თებერვალს, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში 2-წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. ბადრი ესებუას წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე სსკ-ის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.