თეგებით ძიება

ბელგიაში საქართველოს საელჩო იზოლატორში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმირებულია - საგარეო საქმეთა სამინისტრო

ბელგიაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქალაქის შიმშილობის პროცესში არც თავად მოქალაქეს და არც მისი ოჯახის წევრებს, სამწუხაროდ, არ მიუმართავთ ბელგიაში საქართველოს საკონსულოსთვის დახმარების მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული საკითხის მოგვარების პროცესში საკონსულო ჩაერთო პირველივე დღეებიდან.

„ბელგიაში საქართველოს კონსული მუდმივ კონტაქტზე იყო და ახლაც რჩება როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და ბელგიის შესაბამის ადგილობრივ უწყებებთან, ასევე ანტვერპენის საუნივერსიტეტო კლინიკასთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების პირველივე დღიდან კონსული გარდაცვლილის ოჯახს დაეხმარა ადვოკატის და დამკრძალავი ბიუროს მოძიების საკითხში და განხორციელდება საჭირო პროცედურები. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქალაქის შიმშილობის პროცესში არც თავად მოქალაქეს და არც მისი ოჯახის წევრებს, სამწუხაროდ, არ მიუმართავთ ბელგიაში საქართველოს საკონსულოსთვის დახმარების მიზნით. ბელგიის იზოლატორში ქართველი პატიმრის შიმშილობის საკითხთან დაკავშირებით, ბელგიაში საქართველოს კონსულს უახლოეს მომავალში შეხვედრა აქვს დანიშნული ბელგიის საემიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელობასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბელგიის დაკავების ცენტრში ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა