თეგებით ძიება

11 წლის გოგონას ალბერტ აინშტაინზე მაღალი IQ აქვს - ვინ არის და რას აკეთებს განსაკუთრებული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდა?

აუტიზმის სპექტრის მქონე 11 წლის მექსიკელ გოგონას, ადარა პერესის ცნობილ ფიზიკოსზე, ალბერტ აინშტაინსა და სტივენ ჰოკინგზე მაღალი IQ აქვს.

ამასთან, ექიმები ვარაუდობენ, რომ მეცნიერების მაჩვენებელი 160 ქულა უნდა ყოფილიყო, 11 წლის ადარა პერეს სანჩესმა კი ტესტში 162 ქულა დააფიქსირა. 

როგორც ცნობილია, განსაკუთრებული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე გოგონამ სკოლა უკვე დაამთავრა. მისი ინტერესის სფერო ინჟინერია და მათემატიკაა. სურს, რომ მომავალში ასტრონავტი გახდეს და მარსზე გაემგზავროს.

ამასთან, სანჩესს ასპერგერის დიაგნოზი დაუსვეს. აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვებს ნორმალური ინტელექტისა და განვითარებული მეტყველების ფონზე კომუნიკაციის სირთულე და ექსცენტრიული ქცევები ახასიათებთ. ზუსტად ამ მიზეზით გოგონას თანაკლასელებთან ურთიერთობები უჭირდა, თუმცა მისი განსაკუთრებული გონებრივი მონაცემები სკოლაშივე გამოვლინდა. 

ასევე, გოგონა ახლა უკვე უნივერსიტეტის სტუდენტია და მექსიკაში, Universidad CNCI-ში სწავლობს. სულ ცოტა ხნის წინ იგი მექსიკის Forbes-ის "100 ყველაზე ძლიერი ქალის" სიაშიც მოხვდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა